"საროჩკა" შემოიხია, გაიქცა, ჩხუბი დაიწყო – მეუფე რატი წვერავაზე

08.07.21 10:31
"საროჩკა" შემოიხია, გაიქცა, ჩხუბი დაიწყო – მეუფე რატი წვერავაზე

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ირწმუნება, რომ ,,ფორმულას" ჟურნალისტმა, რატი წვერავამ, რომელსაც 5 ივლისს პუტინისტური და ჰომოფობიური ძალების წარმომადგენლები სასტიკად გაუსწორდნენ, პერანგი თავად შემოიხია, ქუჩის მეორე მხარეს გაიქცა და ჩხუბი დაიწყო.

საოცარია, ეუბნები იმას, რომ აქ ნუ მოხვალ, „არა, მე მინდა, აქ ვიდგე“. არა, ნუ მოხვალ, ეს ზონა შენთვის არ არის. „არა, მე აქ მინდა, მოვედი!“ გაყავთ, რატომ გაგყავართო და წიხლებს ირტყმევინება. ე.ი. უარეს აგრესიას იწვევ კიდევ. ცივ წყალს ასხამენ და ამბობს, 200 მეტრი მიწაზე მათრიესო. ვინ გათრია მიწაზე? „საროჩკა“ სველი ჰქონდა წყლისგან, შემოიხია, გადააგდო და გაიქცა ქუჩის მეორე მხარეს და დაიწყო ჩხუბი.  იძახის, მღვდელმა არ დამეხმარაო. როგორ დაგეხმარო, შენთან ერთად ვლანძღო ხალხი? ელემენტარული  ეთიკური ნორმები საზოგადოებრივი ქცევებისა დაარღვიე და ითხოვ პატივისცემას, - ამბობს მეუფე იოანე.

რეალურად, რატი წვერავა მეუფე იოანესთვის კითხვის დასმას ცდილობდა, რა დროსაც ის მოძალადეებმა ადგილიდან გაიყვანეს და ქაშუეთთან სასტიკად გაუსწორდნენ.