იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ლაზარეს შეიწყალებს - ლაზარეს ბაბუა
რა მოლოდინი აქვთ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებს - დასკვნითი სასამართლო პროცესის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა გია კალანდაძე.
ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა ამბობს, რომ მოლოდინი უარყოფითი აქვს.
მგონია, რომ დღეს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანენ და არ გაამართლებენ, - თქვა მან მედიასთან.
მისი თქმით, თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგებასალომე ზურაბიშვილის გრიგორიადისის შეწყალების მოთხოვნითაც მიმართავენ.
„მოლოდინი უარყოფითი მაქვს. მგონია, რომ დღეს განაჩენს გამოუტანენ და არ გაამართლებენ. დავსხდებით ადვოკატებთან ერთად და ყველა გზას მივმართავთ რაც შეიძლება, რომ გავაკეთოთ ლაზარეს საკეთილდღეოდ. ასევე მივმართავთ პრეზიდენტს. შემდეგ ინსტანციებშიც გავასაჩივრებთ და შემდეგ გაეროს ადამიანის ევროპულ სასამართლოს მივმართავთ. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ლაზარეს შეიწყალებს, პოლარიზებას შემცირებას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა გია კალანდაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას გლდანის ციხიდან დისტანციურად ესწრება თავად ბრალდებული.
სასამართლოში საბოლოო სიტყვით ისარგებლებს ბრალდებული, მანამდე კი დასკვნით სიტყვას მხარეები წარმოთქვამენ.