ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში 38 წლის კაცი გარდაიცვალა - ოჯახი შესაძლო ძალადობაზე საუბრობს

08.07.21 10:54
ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში 38 წლის კაცი გარდაიცვალა - ოჯახი შესაძლო ძალადობაზე საუბრობს

კიდევ ერთი საეჭვო გარდაცვალების ფაქტი ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში - 38 წლის მამაკაცის ოჯახი ამტკიცებს, რომ 40 წლამდე კაცი ძალადობის გამო გარდაიცვალა.

არტურ ნიკოგოსიანი ფსიქიატრიულ კლინიკაში ოთხი თვის წინ გლდანის 18-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვენეს. 

მშობლები ამტკიცებენ, რომ პაციენტს სერიოზული გართულებები არ ჰქონდა და ამას მოწმობს სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის ისტორიაც. ოჯახმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კლინიკიდან მიიღო წერილი, რომ ახალგაზრდა მამაკაცის მკურნალობის კურსი გრძელდებოდა გეგმის მიხედვით და გართულებების გარეშე. თუმცა მოგვიანებით ოჯახს უთხრეს, რომ მამაკაცის გადარჩენა ვერ მოახერხეს. 

არტურ ნიკოგოსიანის მამა "ტვ პირველთან" ჰყვება, რომ გვამის დათვალიერებისას ძალადობის კვალი შენიშნა, ის შვილთან ბოლო საუბარსაც იხსენებს და ამბობს, რომ არტურ ნიკოგოსიანი მას ეუბნებოდა, რომ ერჩივნა, ისევ ციხეში გადაეყვანათ. 

თებერვლის თვეში ჩავედი ხონის ფსიქიატრიულში. ჩემ შვილს შევხვდი, ყველა კითხვაზე აზრიანად მიპასუხა. ვკითხე, როგორ იყო - აქ ციხეზე უარესიაო. ეს თქვა და საუბრიდან მოწყვიტეს, ალბათ, უსმენდნენ. ამის შემდეგ ჩემს შვილს ვერც კი ვუკავშირდებოდი. 

მითხრეს, რომ ფილტვების პნევმონიით გარდაიცვალა. მაინტერესებს, 10 დღეში როგორ გაურთულდა ასე, რომ სრულიად ჯანმრთელი კაცი გარდაიცვალა. 

ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ძვალი და ტყავი იყო. ის ან "შლანგით" არის ცივი წყლით ნაბანავები, ან "დუბინკით" სცემეს. ზურგი სულ დალურჯებული ჰქონდა",- ამბობს არტურ  ნიკოგოსიანის მამა.