ცეცხლს ეთამაშებით, წადით! - რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში პენსიონერებიც გამოვიდნენ

08.04.24 17:21
ცეცხლს ეთამაშებით, წადით! - რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში პენსიონერებიც გამოვიდნენ

ცეცხლს ეთამაშებით! - აფრთხილებენ "ქართულ ოცნებას" ადამიანები, რომლებიც პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. 

პენსიონერები მზად არიან, აქციებზე წინა ხაზზე დადგნენ. საქართველოს მოქალაქეები არც იმას გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებამ რუსული კანონის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენონ. 

"მზად ვარ, წინა წინა რიგებში დამაყენებთ, ე და ჩემნაირი ბებიები მივიღებთ... ისინი ტყვიასაც გაიმეტებენ, ოღონდ თბილი სკამები შეინარჩუნონ, არ დავუშვებთ!"- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

 

 

 

"ორი ვადა ხომ იყავი, გეყო, არ მინდა ტოტალიტარიზმი"- ამბობს კიდევ ერთი პენსიონერი. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები