მგონია, რომ ოთხივე პოლიციელი პოლიტიზებულია - ლაზარეს დასკვნითი სიტყვა

08.04.24 18:46
მგონია, რომ ოთხივე პოლიციელი პოლიტიზებულია - ლაზარეს დასკვნითი სიტყვა

ლაზარე გრიგორიადისის მიმართვა მოსამართლეს - მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეულმა ახალგაზრდამ ერთი წლის წინ განვითარებულ მოვლენები გაიხსენა და პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე ისაუბრა. 

22 წლის ბიჭი ამბობს, რომ დაკითხვის დროს სამართალდამცველების მხრიდან მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა.

დასკვნით სიტყვაში გრიგორიადისმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ოთხივე პოლიციელი პოლიტიზებულია, რადგან მათი ჩვენებები ერთმანეთს აცდენილი და შეუსაბამოა.

"იტყუებიან ის პოლიციელები, რომლებიც იძახიან, რომ საზოგადოებიდან დაიწყო აგრესია" - ამბობს ლაზარე. 

მინდა, პოლიციელების ჩვენებას გამოვეხმაურო, აგრესიულ მოქმედებებში გადავიდა საზოგადოებაო, საზოგადოება არ გადასულა პირველად აგრესიულ მდგომარეობაში, აგრესიული კერები წარმოიშვა მას შემდეგ, რაც პოლიციამ გამოხატვის თავისუფლების დარღვევა წიწაკის სპრეით დაიწყო. ამის შემდეგ მოხდა ქვის სროლა და ა.შ.

ნავთობპროდუქტები, რომელიც ჩემ ქურთუკზე აღმოჩნდა, წესით, ნავთობპროდუქტში ზეთიც შედის, ბევრი რაღაც შედის, მაინც და მაინც რომ "მოლოტოვის ქოტეილისგან" აღმოჩენილიყო ჩემ ქურთუკზე კვალი, გამორიცხულია.

აქციაზე დაბინძურებული გარემო თუ იყო, წყლის ჭავლი იყო გაშვებული და თითოეულ ჩვენგანს შეიძლებოდა ნავთობპროდუქტი გვქონოდა.

ტელეფონის წართმევასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ წამართვეს ხელიდან, არ ვიცოდი ოქმზე ხელის მოწერა თუ იმას ნიშნავდა, რომ მშვიდობიანი დაკავება იყო.

მგონია, რომ ეს ოთხივე პოლიციელი პოლიტიზებულია, ისეთ რაღაცებს ჰყვებიან, შეუძლებელია. ერთმანეთს ცდებიან ჩვენებებში.

დაკითხვაზე ზეწოლა იყო, ადვოკატის ყოლის უფლება არ მომცეს, ტელეფონიც წამართვეს",- განაცხადა გრიგორიადისმა.

ცნობისთვის, გამოძიება ახალგაზრდა ბიჭს სპეცრაზმელისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომანქანის დაწვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაზარე გრიგორიადისს  7-იდან 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

მსგავსი სიახლეები