ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა უსუსური იყო - ლაზარეს ადვოკატი

08.04.24 19:37
ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა უსუსური იყო - ლაზარეს ადვოკატი

მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას "უსუსურს" უწოდებს - თათია მანეჟაშვილი ირწმუნება, რომ 22 წლის ბიჭის ბრალეულობა არცერთი არგუმენტით არ დასტურდება.

ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ლაზარეს უფლებადამცველები ბრძოლას გააგრძელებენ.

ლაზარე გრიგორიადისის საქმე დავასრულეთ. ორივე მხარე დასკვნითი სიტყვით წარვდექით, ჩვენი პოზიციები დავაფიქსირეთ. სხდომათა დარბაზში მოვისმინეთ, თუ რამდენად უსუსური იყო ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა. ის, რეალურად, მხოლოდ ვერსიებს ეფუძნებოდა. ვერცერთი არგუმენტი პირდაპირ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლებოდა, ლაზარე გრიგორიადისის ბრალეულობას ვერცერთი ადასტურებდა.

ყოველი აღნიშნულის გადაწყვეტილებით, დაცვის მხარეს ძალიან საფუძვლიანი, არგუმენტირებული დასკვნითი სიტყვა ჰქონდა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები, როგორც მოლოტოვის კოქტეილის სროლა, ასევე, სახელმწიფო ბალანსზე არსებული ავტომობილის გადაწვა, რეალურად ლაზარე გრიგორიადისს არ ჩაუდენია. დაცვის მხარე ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ მოსამართლე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ლაზარე გრიგორიადისს არსებულ ბრალდებებში გაამართლებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბრძოლას ვაგრძელებთ. ეს გამოიხატება მეორე ინსტანციაში გასაჩივრებით და ასევე, როგორც კი განაჩენი დადგება, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს“, - განაცხადა ადვოკატმა თათია მანეჟაშვილმა.

მსგავსი სიახლეები