ჟურნალისტებზე თავდამსხმელების ამოცნობა გრძელდება - დაკავებულია კიდევ 5 პირი

08.07.21 11:24
ჟურნალისტებზე თავდამსხმელების ამოცნობა გრძელდება - დაკავებულია კიდევ 5 პირი

რადიკალური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ტვ პირველის ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტი გვიან ღამით დატოვეს. მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე მოძალადე პირების ამოსაცნობად იყვნენ მისულები. ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ  „სირცვილიას“ ოფისის დანაშაულის ეპიზოდზე უკვე 10 მეტი დამნაშავე ამოიცნო , თუმცა ამ დროისათვის  მხოლოდ 4 პირია დაკავებული. 

საპროცესო მოქმედება ასევე, უკავშირდებოდა 9 აპრილის ბაღთან მომხდარ თავდასხმას, როდესაც ძალადობორივი ჯგუფის წევრებმა ტვ პირველის ოპერატორს ლევან ბრეგვაძეს სცემეს. ბრეგვაძემ მოძალადების ამოცნობა ვერ შეძლო, თუმცა მათი იდენტიფიცირება სათვალთავლო კამერების მეშვეობით მოხდება.