განაჩენის გამოცხადება ისევ გადადეს - საქმის მნიშვნელოვანი გარემოებები და ლაზარეს საბოლოო სიტყვა

08.04.24 20:23
განაჩენის გამოცხადება ისევ გადადეს - საქმის მნიშვნელოვანი გარემოებები და ლაზარეს საბოლოო სიტყვა

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის გამოცხადება ისევ გადაიდო - მოსამართლე სათათბიროდ ისე გავიდა, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი არ დაუსახელებია. დღეს საბოლოო სიტყვით სასამართლოს თავად ბრალდებულმა მიმართა. "ოთხივე პოლიციელი პოლიტიზებულია - ერთმანეთს ცდებიან ჩვენებებში" - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, რომელსაც ბრალი სწორედ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. ლაზარემ დღეს მისი დაკითხვის ეპიზოდიც გაიხსენა, როდესაც ადვოკატზე უარი უთხრეს და ჩვენება ზეწოლის ქვეშ მიაცემინეს. 

ადვოკატები გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინში არიან. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს, უფლებადამცველები დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლება შურისძიების გეგმას ბოლომდე მიიყვანს. ამ შემთხვევაში კი ერთადერთი გამოსავალი შეწყალებაა. განაჩენის გამოცხადებისთანავე პრეზიდენტის სახელზე შეწყალების თხოვნა შევა.

როდის გამოცხადდება განაჩენი? - მარიამ მაკასარაშვილია პირდაპირ ეთერში

მსგავსი სიახლეები