Wizz Air-ი EURO 2024-სთვის რეისებს ამატებს
ავიაკომპანია WizzAir გერმანიის რამდენიმე ქალაქში სპეციალურ ფრენებს ამატებს - მიზეზი EURO 2024-ის ფარგლებში საქართველოს ნაკრების თამაშებია.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, 18, 22 და 26 ივნისს ქუთაისიდან გერმანიის, ხოლო 19, 22 და 27 ივნისს გერმანიიდან ქუთაისის მიმართულებით დამატებითი რეისები ჩაინიშნა, რომელთა ღირებულება 199 ევროა.
ქართველი გულშემატკივრები სასურველ დროს შეძლებენ გამგზავრებასა და ეროვნული გუნდის მხარდაჭერას. ფრენების ეს განრიგი ფანტასტიკურ შესაძლებლობას აძლევს ქართული ფეხბურთის მოყვარულებსა და ერთგულ ქომაგებს, რომ ადგილზე უგულშემატკივრონ საქართველოს ნაკრებს და მათთან ერთად გაიზიარონ ის მღელვარება, რომელიც თან ახლავს თითოეულ თამაშს. ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომლებსაც სურთ, მხარი დაუჭირონ ეროვნულ გუნდს „ევრო 2024“-ზე, შეუძლიათ, შეიძინონ ბილეთები ფიქსირებული ფასით, "ვიზეარის" ვებსაიტისა და ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის მეშვეობით," - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.