სისხლიანი დაპირისპირება ტყიბულში - 33 წლის კაცი სავარაუდოდ სანადირო თოფით დაჭრეს

08.07.21 11:18
სისხლიანი დაპირისპირება ტყიბულში - 33 წლის კაცი სავარაუდოდ სანადირო თოფით დაჭრეს

ახალი დეტალები ტყიბულში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ - "პირველების" ინფორმაციით, 33 წლის აკაკი ფარცვანიას რამდენიმე ტყვია ესროლეს. 

შემთხვევა ქალაქის ცენტრში საღამოს 21:00 საათისთვის ხალხმრავალ ადგილზე მოხდა. თუმცა, ამის მიუხედავად, პოლიციამ დამნაშავის დაკავება ამ დრომდე ვერ შეძლო.

ერთ-ერთი ვერსიით, კულტურულ ღონისძიებაზე შეკრებილებს შორის იყო სიტყვიერი შელაპარაკება, რაც საბოლოოდ სროლითა და ერთი ადამიანის მძიმედ დაჭრით დასრულდა.

მამაკაცის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ის ტყიბულის კლინიკიდან ქუთაისში გვიან ღამით გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია სწორედ ქუთაისში გაუკეთეს. ამ დროისთვის ფარცვანიას მდგომარეობა სტაბილურია. 

ადგილობრივების თქმით, მამაკაცი სავარაუდოდ, სანადირო თოფით დაჭრეს. მათ მომხდარის მოტივზე საუბარი უჭირთ. 

შსს-ს ტყიბულის ცენტრში მომხდარი კრიმინალური ფაქტის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. პოლიციას არც ახლომდებარე ობიექტებიდან ამოუღია ვიდეო კამერები.