როდის გამოაცხადებს მოსამართლე განაჩენს - ლაზარეს დედის პირველი კომენტარი

08.04.24 21:47
როდის გამოაცხადებს მოსამართლე განაჩენს - ლაზარეს დედის პირველი კომენტარი

როდის გამოაცხადებს მოსამართლე მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული ბიჭის საბოლოო განაჩენს - ლაზარე გრიგორიადისის დედა "საჯარო პოლიტიკის" ეთერში ამბობს, რომ 22 წლის ახალგაზრდის უფლებადამცველების ცნობით, ზვიად შარაძე ვერდიქტს ორ-სამ დღეში გამოიტანს.

თამთა კალანდაძე იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ მოექცევა და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლაზარეს ადვოკატები პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავენ.

დღევანდელი დასკვნითი პროცესი ხანგრძლივი და დამღლელი იყო, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო, რადგან მე მომიწია მოსმენა დაცვის და ბრალდების მხარის და ბრალდებამ ვერანაირად ვერ დამარწმუნა იმაში, რომ ლაზარე არის დამნაშავე, ამიტომ კმაყოფილების შეგრძნება მაქვს. დანარჩენი მოსამართლეზეა დამოკიდებული. როგორც ადვოკატებმა გვითხრეს, ორ-სამ დღეში გამოიტანს განაჩენს. ახლა ველოდებით განაჩენს. ზუსტი თარიღი არ ვიცით, მაგრამ ადვოკატებმა გვიხურდეს, რომ ორ-სამ დღეში იქნებაო", - ამბობს ლაზარეს დედა.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი დღეს, 8 აპრილს გაიმართა. სხდომაზე ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა გააჟღერა. პროცესი ისე დასრულდა, რომ მოსამართლეს ვერდიქტი არ გამოუტანია. გამოძიება ახალგაზრდა ბიჭს სპეცრაზმელისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომანქანის დაწვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაზარეს 7-იდან 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

მსგავსი სიახლეები