უწყვეტი პროტესტი დაწყებულია - ონკოპაციენტები ღამეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ათევენ

08.04.24 22:59
უწყვეტი პროტესტი დაწყებულია - ონკოპაციენტები ღამეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ათევენ

ონკოპაციენტები ღამეს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენებენ - მძიმე სენით დაავადებული ადამიანები პროტესტის პერმანენტულ რეჟიმში გადადიან.

სიმსივნის დიაგნოზის მქონე პირები 24-საათიან აქციებს უწყვეტ რეჟიმში აანონსებენ. ქუჩაში გამოსული ხალხის მოთხოვნა მკურნალობისთვის გამოყოფილი 25-ათასლარიანი ლიმიტის გაუქმება, პაციენტებისთვის ინდივიდუალური მკურნალობის დანერგვა და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაა.

ორგანიზაცია "კავშირი სიცოცხლისთვის" დამფუძნებლის, გვანცა აფხაძის თქმით, აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ სიმსივნით დაავადებული ადამიანებისთვის სიცოცხლის უფლებას არ მოიპოვებენ.

"ონკოპაციენტები მწერენ, რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ვერ მოვდივარო. ნუ გრძნობთ თავს დამნაშავედ. თავი იგრძნოს დამნაშავედ ამან, აქ რომ ზის [პრემიერმინისტრმა], თავი იგრძნოს დამნაშავედ პრეზიდენტმა, რომ ერთი სიტყვა არ თქვა ონკოპაციენტების მხარდასაჭერად, თავი იგრძნოს დამნაშავედ მთავრობამ, რომ ონკოპაციენტებს მხარში არ უდგანან. სირცხვილია, მართლა, მაგრამ ჩვენ მაინც მივაღწევთ ჩვენსას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. სანამ არ გავიმარჯვებ, აქ გადმოვცხოვრდები"- თქვა მან Facebook-ის ლაივში.

მსგავსი სიახლეები