რუსული კანონი EU-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვას საფრთხეს უქმნის - ევროპული პლატფორმა
"ევროპული გაცვლითი პროგრამა" და "ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის" საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას ეხმაურება.
პლატფორმა "ქართულ ოცნებას" ინიციატივის გადახედვისკენ მოუწოდებს და წერს, რომ კანონპროექტი ქვეყნის EU-ში გაწევრიანებას ხელს შეუშლის.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს პროდემოკრატიულ ჯგუფებს და მოქალაქეებს, რომლებიც აპროტესტებენ ამ ნაბიჯს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადახედოს ამ კანონთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას და კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული გზისადმი. ასეთი კანონმდებლობის შემოღება ზიანს აყენებს არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, არამედ მის ევროპულ მომავალს", - წერია განცხადებაში.