მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

09.04.24 10:20
მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

სისხლიანი ანგარიშსწორება მარნეულში - კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ქალს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული გუშინვე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები