მოსეს რჯულში პირდაპირაა ნათქვამი, ურჩი შვილი გაიყვანეთ გარეთ და ჩაქოლეთო - მამა იოანეს ხმაურიანი ქადაგება

08.07.21 11:46
მოსეს რჯულში პირდაპირაა ნათქვამი, ურჩი შვილი გაიყვანეთ გარეთ და ჩაქოლეთო - მამა იოანეს ხმაურიანი ქადაგება

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ მამა იოანეს (გამრეკელი) კიდევ ერთი, სკანდალური ქადაგება - მაღალი სასულიერო იერარქი ბავშვზე ძალადობას ამართლებს. 

მისი თქმით, ბავშვი მორჩილებაში უნდა იყოს.

აბა, ახლა გაბედე და დატუქსე ბავშვი, უყვირე, კუთხეში დააყენე... რეკავს ეგრევე პოლიციაში - "დედა ჩემს უფლებებს ლახავს", " მამა მიყვირის". მოდის პოლიცია და აფრთხილებს, კიდევ ერთხელ ზარი გამოვა და ბავშვს წაგართმევთ თქვენო. ასეთი არსად არ ყოფილა. მოსეს რჯულში პირდაპირაა ნათქვამი, ურჩი შვილი, რომელიც არ უსმენს თავის მშობელს და არც არავის არ უსმენსო, გაიყვანეთ გარეთ და ჩაქოლეთო", - განაცხადა მეუფე იოანემ ქადაგებისას.

მსგავსი სიახლეები