ონკოპაციენტები პრემიერის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან - აქციის მონაწილეებს კობახიძე და სარჯველაძე შეხვდნენ

09.04.24 09:00
ონკოპაციენტები პრემიერის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან - აქციის მონაწილეებს კობახიძე და სარჯველაძე შეხვდნენ

ონკოპაციენტები პრემიერის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან - ადამიანები,  ვინც თვეებია, ქვეყანაში  სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტებს და ლიმიტის გაუქმებას ითხოვენ, გვიან ღამით პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი შეხვდნენ და მოთხოვნების შესრულებს დაჰპირდნენ, ამიტომ უწყვეტი აქცია დროებით შეჩერებულია.

პირველი შეხვედრა ონკოპაციენტებთან დღეს სამ საათზე ჯანდაცვის სამინისტროშია ჩანიშნული.

ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერმინისტრს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის დამფუძნებელმა, გვანცა აფხაძემ თქვა, ხვალიდან ჩაერთვებიან სამუშაო ჯგუფში, რათა მათი მოთხოვნები რაც შეიძლება სწრაფად დაკმაყოფილდეს.

"ახლა გამოვედი კანცელარიიდან, ვინც ვიყავით შეგვხვდნენ მიხეილ სარჯველაძე ჩამოვიდა ირაკლი კობახიძე. ბატონმა მიხეილმა თქვა, რომ ხვალ სამ საათზე მელოდება ჯანდაცვის სამინისტროში, რომ ჩვენ ჩავერთოთ აუცილებლად სამუშაო ჯგუფში და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ის ცვლილებები, რასაც ვითხოვთ... იმედი მაქვს, სასიკეთოდ შეიცვლება ყველაფერი და თუ არ შეიცვლება, ისევ გამოვალ 24 საათიან აქციაზე"- თქვა აფხაიძემ.

მსგავსი სიახლეები