4 პირს თავის ფერმაში ძალით ამუშავებდა - ტრეფიკინგის ბრალდებით 41 წლის კაცი დააკავეს

09.04.24 11:46
4 პირს თავის ფერმაში ძალით ამუშავებდა - ტრეფიკინგის ბრალდებით 41 წლის კაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა ტრეფიკინგის ბრალდებით 43 წლის  კაცი დააკავეს. წელს დაბადებული ნ.გ. დააკავეს.

საქმის მასალების თანახმადმ, ბრალდებულმა ნ.გ.-მ ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და აღნიშნულის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, ოთხ პირს ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, მის კუთვნილ ფერმაში ამუშავებდა.

როგორც შსს-ში ამბობენ, ბრალდებული დაზარალებულებს ტერიტორიის დატოვებასა და მობილური ტელეფონით სარგებლობას უკრძალავდა.

ნ.გ. ოთხივე მათგანს აიძულებდა შეესრულებინათ მისი ნებისმიერი მითითება, თუნდაც ეს არ ყოფილიყო დაკავშირებული მათ ფერმაში მუშაობასთან. 

იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულის მოთხოვნების შესრულებაზე უარს იტყოდნენ, ან ის უკმაყოფილო დარჩებოდა შესრულებული სამუშაოთი, მათ ფიზიკურად უსწორდებოდა" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები