მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება - დეპუტატები ქეთევან მესხიშვილს უსმენენ

08.07.21 11:53
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება - დეპუტატები ქეთევან მესხიშვილს უსმენენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება - ამ დროისათვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს ქეთევან მესხიშვილი პასუხობს. ქეთევან მესხიშვილი ის კანდიდატია, რომელმაც იუსიტიიცს უმაღლეს საბჭოში გასაუბრების დროს აღნიშნა, რომ აზრთა სხვადასხვაობა სასამართლო სისტემაში აუცილებელია.

მესხიშვილი ტერმინ „კლანს“ არ იყენებს, თუმცა პირდაპირ ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში იდეურად დაკავშირებული ჯკგუფი არსებობს,  თუმცა მათი გავლენები სხვა, დამოუკიდებლად მოაზროვნე, მოსამართლეებზე არ ვრცელდება.

საკომიტეტო მოსმენას „ქართული ოცნების“ გარდა ესწრებიან დეპუტატები პარტია „მოქალაქეებიდან“ , დარბაზში არიან გიორგი გახარიას თანაგუნდელებიც. "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, აცხადებს, რომ მისი  ნდობა ჯერჯერობით არც ერთ კანდიდატს არ დაუმსახურებია. 

ნდობა ჯერჯერობით არავის დაუმსახურებია. შთაბეჭდილება არავის მოუხდენია, ყველა ცდილობს, მწვავე კითხვებს გაექცეს, ამბობენ, ვითომ კლანი არ არსებობს, - ამბობს ალეკო ელისაშვილი. 

დღესვე მოუსმენენ კიდევ ერთ კანდიდატს, რევაზ ნადარაიას, რომელსაც ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი  სასამართლო კლანის წევრად განიხილავს.
 

მსგავსი სიახლეები