უმწვავესი განცხადება შტატებიდან - პრემიერი დუმს
პრემიერის სრული მდუმარება - შეერთებულ შტატების უმწვავესი განცხადების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ დღეს 9 აპრილის მემორიალი ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.
კობახიძე, რომელსაც პირადად აქვს პირობა დადებული ერთი წლის წინ, რომ რუსული კანონი განხილვას აღარ დაუბრუნდებოდა, ახლა მძიმე დღეშია.
სახელწმიფო დეპარტამენტის მკაფიო გაფრთხილებამ, ახლა სრულიად სხვა რეალობა შექმნა. პრეზიდენტ ბაიდენის გუნდმა "ქართული ოცნება" გააფრთხილა, თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ამას ვაშინგტონის მოქმედებები მოჰყვება.
სახლემწიფო დეპრატმენტი რუსული კანონის განხილვის პარალელურად, მეოთხე განცხადება გააკეთა და არ გამორიცხა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევში, ვაშინგტონმა სანქციების ბერკეტი გამოიყენოს.