ხაშმში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში შეიჭრნენ და გაძარცვეს - ანდრია ჯაღმაიძე

08.07.21 12:28
ხაშმში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში შეიჭრნენ და გაძარცვეს - ანდრია ჯაღმაიძე

საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაძარცვეს, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანმდრია ჯაღმაიძე, ავრცელებს.

ხაშმში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში შეიჭრნენ, შეურაცხყვეს, დააზიანეს და გაიტაცეს ნივთები. დეტალებს, როგორც კი გავარკვევ, გავავრცელებ - წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.