სამშენებლო კომპანიის დირექტორი ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს - რა მოხდა შარტავაზე?
ქალზე ძალადობის ბრალდებით კომპანია” იქს 2” - ის დირექტორი დააკავეს - ვალერიან კირკიტაძეს ხელბორკილები მას შემდეგ დაადეს, რაც გუშინ, 8 აპრილს მოქალაქე სოფია მეფარიშვილმა სოციალური ქსელებით ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანდა, რომ “X2 დეველოპმენტის” დირექტორი და მთავარი მეწილე ვალერიან კირკიტაძე მას ფიზიკურად უსწორდება.
ვალერიან კირკიტაძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება.
ქალის მონაყოლის მიხედვით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც მეფარიშვილი დედასთან ერთად შარტავას ქუჩზე, კომპანია „იქს ორის“ აშენებულ კორპუსში სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. როგორც მოქალაქე ამბობს, ლიფტი მაღალი სართულიდან მოწყდა და მესამე სართულზე აღმოჩნდნენ, მათი გამოყვანა კი სამაშველო სამსახურებმა შეძლო.