"ოცნების" ლიდერები, ვინც 9 აპრილის შემდეგ ისევ კომუნისტურ რეჟიმს ემსახურებოდნენ
"ქართულ ოცნების" ლიდერების ნაწილი, 1989 წელის 9 აპრილის სისხლიანი მოვლენების შემდეგ, კომუნისტურ პარტიაში დარჩა და ისევ სისტემას ემსახურებოდა, ამას მათ მიერ პარლამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიები ადასტურებს.
რიმა ბერაძე - ამჟამად ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, 1985-1991 წლის ჩათვლით რაიკომის მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა.
გიორგი ვოლსკი - პარლამენტის ვიცე სპიკერი, ფრაქცია "ქართული ოცნება" - 1984-1990 წლებში იყო საქართველოს რაიონული, საქალაქო და ცენტრალური პარტიული ორგანიზაციების წევრი, ინსტრუქტორი.
გია ბენაშვილი - ფრაქცია "ქართული ოცნება" - 1988-1991 წლებში სსრ უშიშროების კომიტეტის ოპერ თანამშრომელი იყო.
ავთანდილ ენუქიძე - ვიცე სპიკერი - ფრაქცია "ევროპელი სოციალისტები" 1988 - 1990 წლებში რკინიგზის თბილისის კვანძის პარტიული კომიტეტის მდივანი იყო.