არა რუსეთს! არა რუსულ კანონს! - თავისუფლების მარშს ხელოვანებიც უერთდებიან

09.04.24 17:26
არა რუსეთს! არა რუსულ კანონს! - თავისუფლების მარშს ხელოვანებიც უერთდებიან

პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები შეკრებას იწყებენ. რუსული კანონის მოწინააღმდეგებს უერთდებიან ხელოვანებიც. მსახიობი ეკა ნიჟარაძე 35 წლის წინ 9 აპრილს გავითარებულ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ რუსული კანონის და რუსეთის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებს. 

35 წლის თავზე გვიწევს იგივეს გაპროტესტება, რასაც ვაპროტესტებდით მაშინ. მე ვიყავი 16 წლის და მხოლოდ იმიტომ წავედი 9 აპრილს სახლში, რომ მეგობარი შემხვდა და მითხრა, რომ დედაშენი დარბის და გეძებსო. დედაზე ვინერვიულე და ამიტომ მომიწია სახლში წასვლა, თორემ თავისუფლად შეიძლებოდა, რომ მეც ვყოფილიყავი იმათ რიგებში, ვინც დაიღუპა და რახან მე და ჩემი თაობიდან ბევრს გაუმართლა და ჩვენ აქ ვართ და ცოცხლები ვართ, კარგად ვართ და ჯანმრთელად ვართ, ჩვენ, მე პირადად ბოლომდე ვიბრძოლებ რითაც შემიძლია ამ კანონის წინააღმდეგ, - ამბობს ეკა ნიჟარაძე.

მოქალაქეებს აქციაზე შეერთებისკენ მოწუოდებს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილიც. ხელოვანი პირდაპირ ამბობს, რომ თავისუფლებისთვის მრავალწლიან ბრძოლას წყალში არავის ჩააყრევინებენ და ქვეყნის გადარჩენისთვის ბლომდე იბრძოლებენ. 

9 აპრილს, დღეს უნდა გავიდეთ ძალიან ბევრი ადამიანი და კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ ყველას, რომ არც 9 აპრილს და არც ჩვენს ბრძოლას ამდენ წლიანს თუ საუკუნოვანს, არ ჩაუვლია ტყუილად, წყალში არავის ჩავაყრევინებთ და არა რუსეთს ! არა რუსულ კანონს და ყველას, ვინც რუსეთს ემსახურება! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ჩვენ კარგი ხალხი ვართ, კარგი ერი ვართ და ჩვენ შეგვიძლია, რომ საკუთარი ქვეყანა და საკუთარი თავი გადავარჩინოთ, - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი. 
 

შეგახსენებთ, რომ თავისუფლების მარში რესპუბლიკის მოდენიდან მსვლელობით დაიწყება და პარლამენტთან გმირთა მემორიალთან დასრულდება. 35 წლის შემდგ ისევ 9 აპრილს და ისევ რუსული გვალენების წინააღმეგ ქუჩაში გამოდის ყველა, ვინც რუსულ კანონს ეწინააღმდეგება.  

პირველი რესპუბლიკის მოედანზე უკვე მობილიზებულია პოლიციაც. 

მსგავსი სიახლეები