35 წელი 9 აპრილის მოვლენებიდან და პრეზიდენტის მკაცრი გზავნილები "ოცნებას"
35 წელი 9 აპრილის მოვლენებიდან - 1989 წელს ზუსტად ამ დღეს საქართველომ საბჭოთა მარწუხებისგან გასათავისუფლებლად მძიმე ფასი გადაიხადა. ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე ქვეყნის მომავალს შესწირეს და ჯერ კიდევ ბევრი წლის წინ თქვეს, რომ მათი არჩევანი რუსეთი არ არის. ქართველი ხალხი ახლაც ამ მიზნისთვის იბრძვის, ოღონდ მასთან ერთად არ არის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს, ქვეყანა რუსეთის ორბიტაზე მოაქციოს.
ვერავინ დაემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას - ამ სიტყვებით მიმართა დღეს საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის ავტორ ხელისუფლებას დამარცხება 9 აპრილის მემორიალიდან დაუანონსა. სწორედ იმ ადგილიდან, სადაც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გარდაცვლილების პატივსაცემად დღეს ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. ზუსტად 35 წლის წინ, 9 აპრილს დედაქალაქის ცენტრში რუსმა სამხედროებმა სასატიკად დაარბიეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.