არის თუ არა ჩემთვის მურუსიძე ავტორიტეტი, კომენტარს ვერ გავაკეთებ- მოსამართლეობის კანდიდატი

08.07.21 13:46
არის თუ არა ჩემთვის მურუსიძე ავტორიტეტი,  კომენტარს ვერ გავაკეთებ- მოსამართლეობის კანდიდატი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ქეთევან მესხიშვილთან გასაუბრება პოლიტიკოსებმა უკვე დაასრულეს. მოსმენას ,,ქართული ოცნების" და პარტია ,,მოქალაქეების" წევრები ესწრებოდნენ.

ალეკო ელისაშვილის კითხვაზე, იყო თუ არა კანდიდატისთვის ავტორიტეტი ლევან მურუსიძე, ქეთევან მესხიშვილი პასუხობს, რომ მისთვის ავტორიტეტი არა მურუსიძე, არამედ ჟიული შარტავა და გიორგი ანწუხელიძეა.

კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ კითხვაზე, ერთადერთი იმას გეტყვით, რომ მოსამართლეს ლიდერი არ ჰყავს, მაგრამ ჩემთვის ავტორიტეტია ჟიული შარტავა, გაბისკირია, გიორგი ანწუხელიძე. - განაცხადა მესხიშვილმა.

,,ქართული ოცნება" მოსამართლეობის მსურველისგან დაჟინებით მოითხოვდა, მკაფიოდ ეთქვა, როგორი იყო სასამართლო 2012 წლამდე. ხოლო საკითხი, რის გამოც მმართველი პარტია კანდიდატის მიმართ კრიტიკულად განწყობილია, ,,ქართუ ბანკის" შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა.

ქეთევან მესხიშვილმა განაცხადა, რომ 2011 წელს ,,ქართუ ბანკის" თაობაზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმით იყო განპირობებული, რომ მხოლოდ 11 თვის გამოცდილება ჰქონდა. 

პოლიტიკოსებთან გასაუბრება დასრულებულია, ამჯამად კითხვებს მოსამართლეობის კანდიდატს მესამე სექტორის წარმომადგენლები დაუსვამენ.

მსგავსი სიახლეები