ბიზნესი რუსული კანონის წინააღმდეგ
ბიზნესი რუსული კანონის წინააღმდეგ - ქართული კივის მწარმოებელი კომპანია „ნერგეტა“ "ქართული ოცნების" რუსულ კანონპროექტს ეწინააღმდეგება.
რამდენიმე წუთის წინ, კომპანიის ოფიციაკურ გვერზე გაჩნდა ბანერი "არა რუსულ კანონს".
კომპანიაში აცხადებენ, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესი მოტივაცია თავისუფალი და განვითარებული საქართველოა, რაც ევროპასთან ყოფნით არის შესაძლებელი:
არა რუსულ კანონს!
ჩვენი კომპანია არ მუშაობს მხოლოდ იმისთვის რომ მფლობელებმა ნახონ მოგება და თანამშრომლებმა მიიღონ ხელფასი.
ჩვენი მოტივაცია ასევე არის თავისუფალი და განვითარებული საქართველო. ეს კი მხოლოდ ევროპასთან ყოფნით არის შესაძლებელი.