ჟურნალისტების მიმართვა ბრიუსელიდან - სამოქალაქო საზოგადოება რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანდა

10.04.24 12:43
ჟურნალისტების მიმართვა ბრიუსელიდან - სამოქალაქო საზოგადოება რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანდა

პროტესტი მთელ ქვეყანასა და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც - "ქართული ოცნების" რუსული კანონი ჟურნალისტებმა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიუსელშიც გააპროტესტეს.

"არა ევროპის გაუცხოებას, არა რუსეთს", - ამ სლოგანით გაიმართა აქცია ევროპარლამენტის შენობასთან, სადაც სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა მიმართვაც წაიკითხეს და პირდაპირ თქვეს, რომ "ოცნების" ინიციირებული კანონი ქვეყანას ევროკავშირს აშორებს.

ევროპულმა სასამართლომ  ერთხმად დაადგინა, რომ საქართველოში რუსეთმა ადამიანებს წაართვა მიწა, ოჯახის წევრები ერთმანეთს დააშორა. ბავშვებს აიძულებდნენ, რომ ესწავლათ რუსულ ენაზე და ა.შ.. ევროსასამართლო ამ გადაწყვეტილებაში სხვა წყაროებთან და მტკიცებულებებთან ერთად ეყრდნობა ქართულ მედიას, საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომ რუსეთი დღესაც ცდილობს, ფეხქვეშ გათელოს საქართველოს დამოუკიდებლობა. აქ, ევროკავშირის დედაქალაქში, ჩვენ უკან არის ევროკავშირის სახელმწიფოების დროშები. არ შეიძლება, რომ ეს დროშები შერაცხო უცხო ძალად, თუ გინდა, რომ შენი დროშაც აქ ეკიდოს", - ამბობს აქტივისტი.

პროტესტის გაზაფხული საქართველოში -  რუსული კანონის პარლამენტში ხელახალი შემობრუნებამ ქართველი ამომრჩეველი იმდენად გააბრაზა, რომ 9 აპრილიდან 35 წლის თავზე ხალხი რუსეთის წინააღმდეგ კვლავ ქუჩაში გამოიყვანა. 

სტუდენტები, პოლიტიკოსები, ექიმები, მეცნიერები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. "ქართული ოცნების" მიერ საფრთხის წინაშე დაყენებულმა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა მთელი საზოგადოება გააერთიანა. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება. "წინ ევროპულ ოჯახში" - ეს არის  ქუჩაში გამოსული ხალხის ერთადერთი მოთხოვნა. 

მსგავსი სიახლეები