უკრაინის უმაღლესმა რადამ ქართველი მებრძოლი დააჯილდოვა

10.04.24 14:08
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქართველი მებრძოლი დააჯილდოვა

 


უკრაინის უმაღლესმა რადამ ქართველი მებრძოლი დააჯილდოვა. კოკა მურაჩაშვილი  „ბრძოლაში მამაცობისათვის“ ორდენით დაჯილდოვდა. ის "შავი არწივის" ერთეულის რიგებს წარმოადგენს.

კოკა მურაჩაშვილი წლების განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, არის 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანი და მრავალი საერთაშორისო სამშვიდობო მისიის მონაწილე.

მურაჩაშვილი ცოტა ხნის წინ ბახმუტის მიმართულებით საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიჭრა, ჯარისკაცმა ფეხი დაკარგა.

ვიმყოფებოდით უშუალოდ სპეცოპერაციაზე, მე ვარ ალფა ჯგუფის მეთაური, და ერთ-ერთმა კამიკაძე დრონმა ამაფეთქა, მომიწია ფეხის ამპუტაცია. დავალება იყო ძალიან სპეციფიკური, კი დავკარგე ფეხი, მაგრამ ის რაც უნდა გაკეთებულიყო, შესრულდა ხუთიანზე. დამაჯილდოვა რადამ ბრძოლაში მამაცობისთვის მედლით, კიდევ ველოდები რამდენიმე მედალს, წოდებასაც ასევე, მთავარია რეაბილიტაცია მოხდეს სწრაფად და ხარისხიანად, პროთეზი გავიკეთო და დავბრუნდები აუცილებლად ისევ ბრძოლის ველზე, ერთხელ და სამუდამოდ რუსეთის გადადგმული ნაბიჯები წინ უნდა დასრულდეს", - ამბობს კოკა მურაჩაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები