მოქალაქე, რომელიც საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს, თავისუფალია - სუსი დუმს

10.04.24 14:21
მოქალაქე, რომელიც საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს, თავისუფალია - სუსი დუმს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უშიშროების სამსახურმა" საქართველოს მოქალაქე უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლა. საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქემ სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარი განზრახ დაარღვია.

გოჩა ასოშვილი 5 აპრილს ახალგორის რაიონში, სოფელ წინაგარის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. არც გატაცებასა და არც გათავისუფლებაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

მსგავსი სიახლეები