ნარკორეალიზაციის რუსული სქემა და უმოქმედო "ოცნება" - "ლელო" ნარკოტიკებთან ბრძოლას აანონსებს
ნარკოტიკების რეალიზაციის რუსული სქემა და უმოქმედო „ქართული ოცნება“ - „ლელო" ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას აანონსებს. პრობლემის გადაჭრას, რომლის მსხვრპლიც ამ ქვეყნაში ათობით ახალგაზრდა უკვე გახდა, ოპოზიციური პარტია კანონმდებლობის ცვლილებაში და ახალი მასშტაბური მოძრაობის დაწყებაში ხედავს. სამ პუნქტიანი გეგმა ნარკოტიკების ბრძოლის წინააღმდეგ დღეს მამუკა ხაზრაძემ საზოგადოებას გააცნო.
ინიციატივა მოსწონთ ექიმებსაც. მოქალაქეები კი ვინც აღნიშნულ პრობლემას შეჯახნენ, პირდაპირ ამბობენ, რომ ვიდრე ხლეისუფლება არ შეიცვლება, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს არაფერი ეშველებათ, რადგან მთავრობა ამ სენთან საბრძოლველად არაფერს სათანადო ნაბიჯებს არ დგამს.
მყავს ახლობლები, რომლებიც გამოუვალ მდგომარეობაში ვართ, რა გავაკეთოთ, ყველაფერი ვცადეთ და არაფერი გამოგვივიდა და თუ ამასთან დაიწყება ბრძოლა, რა თქმა უნდა, მივესალმები. სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, ალბათ ამ ნარკოდამოკიდებულ ხალხს ვერანაირად ვერ ვუშველით, მე ამას ხმამაღლა ვამბობ, არც მეშინია და არც მერიდება, - ამბობს მოქალაქე.