ქალის ცემისთვის დაკავებულ სამშენებლო კომპანიის დირექტორს ბრალი წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?

10.04.24 18:31
ქალის ცემისთვის დაკავებულ სამშენებლო კომპანიის დირექტორს ბრალი წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?

კომპანია "X2"-ის ოფისში მომხდარი ძალადობის ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინდა.

საქმის მასალების მიხედვით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ კომპანიის დირექტორმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აპრილს, თბილისში, ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარე კომპანია „X2“-ის ოფისში, კომპანიის დირექტორმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. 

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარეგინა. 

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები