ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანაში იყოს მეტი სიყვარული - კახი კალაძე

08.07.21 14:38
ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანაში იყოს მეტი სიყვარული - კახი კალაძე

,,ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანაში იყოს მეტი სიყვარული, ადამიანებში იყოს ურთიერთპატივისცემა" , - ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა. კახი კალაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გმობს ძალადობას, რაც მედიის წარმომადგენელთა მიმართ საქართველოში განხორციელდა. კახი კალაძე  ჟურნალისტებს სოლიდარობას კიდევ ერთხელ  უცხადებს. 

მინდა, კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ სოლიდარობა მედიის წარმომადგენლებს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რამხელა მონაპოვარია მედიის თავისუფლება. ის აგრესია და ძალადობა, რომელიც ჩვენ მედიის წარმომადგენლების მიმართ ვიხილეთ, კატეგორიულად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ყველა სწორად მოაზროვნე ადამიანი გმობს ამ ძალადობას და არავისთვის მისაღები არ არის, როგორც ფიზიკური ისე ფსიქოლოგიური ძალადობა.

ჩვენ ყველამ ერთად, ვინც სწორად აზროვნებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს განვითარებული, წინ წასული, იყოს დემოკრატიული, იყოს თავისუფალი, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანაში იყოს მეტი სიყვარული, ადამიანებში იყოს ურთიერთპატივისცემა, იყოს მეტი განათლებული ადამიანი. პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებ და არაფერს დავიშურებ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო წინ წავიდეს, განვითარებული იყოს და იყოს ერთ-ერთი მოწინავე ევროპაში - აღნიშნულია კახი კალაძის განცხადებაში.