ანგარიშსწორება კრიტიკულ მედიაზე - ჭიკაიძე "ტვ პირველისგან" 100 ათასს ითხოვს

10.04.24 20:36
ანგარიშსწორება კრიტიკულ მედიაზე - ჭიკაიძე "ტვ პირველისგან" 100 ათასს ითხოვს

 

 

"ტვ პირველზე" ახალი იერიში დაიწყო. კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი და ღარიბაშვილის კლანის წევრი, რომელიც გადადგომის შემდეგ საეჭვოდ გამდიდრდა, ტელევიზიისგან 100 ათასს ითხოვს. საქმე ეხება ალექსანდრე ჭიკაიძის და თაღლითური ქოლ ცენტერების შეასძლო კავშირებს. თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, როდესაც პროკურატურამ ათამდე პირი დააკვა, გაჩნდა კითხვა - დგას თუ არა ევროპელი პენსიონერების ძარცვის უკან ჭიკაიძე. 

მაშინ ჭიკაიძე ჟურნალისტებს დაემალა. არც საჯარო განცხადება გაუკეთებია და არც ინფორმაციის უარყოფა მოუთხოვია. ახლა კი გადაწყვიტეს, ეს საქმე "ტვ პირველის" წინააღმდეგ გამოიყენონ და ყოფილი მინისტრის სახელით ცდილობენ, კრიტიკულ მედიასთან ანგარიშსწორებას. სასამართლომ დღეს ტელევიზიას უარი უთხრა პროკურატურის საქმის მასალების გადაცემაზე, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, სატელეფონო საუბრების ჩანაწერებში სწორედ შს ყოფილი მინისტრის სახელი ფუგურირებს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები