უყვირა თუ არა ონკოპაციენტებს მინისტრმა - სარჯველაძის პირველი კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრი ონკოპაციენტების ბრალდებებს უარყოფს - მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ მძიმე სენით დაავადებული ადამიანები იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროში, დახურულ კარს მიღმა მინისტრი მათ სიტყვიერად დაუპირისპირდა.
"მიმართვის ფორმა არასდროს შემშლია", - თქვა დღეს მედიასთან მინისტრმა. საპირისპიროს ამტკიცებენ ონკოპაციენტები, რომელთა თქმითაც, მინისტრი ყვირილის ფონზე მათ სთხოვდა, რომ მისი კრიტიკა ტელევიზიებით შეწყვეტილიყო.
არც ერთ პაციენტთან კომუნიკაციისა და მიმართვის ფორმა არასდროს შემშლია და არც შემეშლება, არც ამიერიდან. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არც მსოფლმხედველობით და არც ჩემი ქცევით ამის საპირისპიროს თქმით მიზეზი არავისთვის მიმიცია არასდროს. არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა. საჭიროება ან პეტიციისა, ან გარკვეული აქციების ჩატარებისა და ა.შ. სამინისტროსა და პაციენტს შორის ურთიერთობაში ობიექტურად არ იარსებებს", - თქვა სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრი სკანდალში ეხვევა - ონკოპაციენტები მიხეილ სარჯველაძეს ყვირილსა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.