გაიწვიეთ ქართველი ერის შეურაცხმყოფელი და დამღუპველი კანონი - მეცნიერები "ოცნებას"

11.04.24 10:07
გაიწვიეთ ქართველი ერის შეურაცხმყოფელი და დამღუპველი კანონი - მეცნიერები "ოცნებას"

რუსული კანონის უკან გაწვევას მეცნიერებიც ითხოვენ - აკადემიური საზოგადოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებენ, საშიშ და ქვეყნისთვის საფრთხის შემცველ კანონპროექტზე უარი თქვან.

საგანგებოდ ამ მოთხოვნით საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მომუშავე მეცნიერებმა და აკადემიურმა პერსონალმა პეტიციაც შექმნეს. ელექტრონულ დოკუმენტზე ხელმომწერები ფიქრობენ, რომ რუსული კანონი ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია და ქვეყნის დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელი.

საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე მეცნიერები და უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალი მოგმართავთ მმართველ გუნდს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიოთ ეს სრულიად დამღუპველი და ქართველი ერის შეურაცხმყოფელი ე.წ. "უცხოური ძალის  ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის" შესახებ კანონი, რომელიც ანგრევს საქართველოს დემოკრატიას და მის ევროპულ მომავალს",  - ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები