ამოღებულია 5023 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - შემოსავლების სამსახური

11.04.24 10:25
ამოღებულია 5023 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - შემოსავლების სამსახური

გამოვლენილია აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე ტრანსპორტირება/შენახვის ფაქტი - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ასევე ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი. ჯამურად 26258.4 ლარის ღირებულების 5023 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გამოვლინდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა.

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები