კახეთში ეკლესიის გაძარცვისა და ვანდალიზმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

08.07.21 15:20
კახეთში ეკლესიის გაძარცვისა და ვანდალიზმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პოლიციამ საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში ეკლესიის გაქურდვისა და ვანდალიზმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ვანდალიზმის ფაქტი სოფელ ხაშმში- ადგილობრივების ინფორმაციით, დარბეულია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. დაზიანებულია ხატები, სალოცავიდან გატანილია სხვადასხვა ძვირფასი ნივთი, მათ შორის, ტაძრის წინამძღვრის სამოსი და ჯვრები.

ტაძრის მრევლის ინფორმაციით, ვანდალიზმის და ქურდობის ფაქტი გუშინ იმ დროს მოხდა, როცა ეზოში ეკლესიის წინამძღვარის იმყოფებოდა.

რაღაცას რწყავდა ტაძრის წინამძღვარი ეზოში. ამ დროს შემოიჭრა 2 ძმა, წაიღეს ფული, ეკლესიიდან გატანილია ჯვარი, მამაომ მიუსწრო იმ დროს, როცა იპარავდნენ. - აცხადებს ტაძრის მრევლი. 

ტაძრის წინამძღვარი, მამა იესე, მედიასთან არ გამოჩენილა. პოლიციამ გამოძიება 177-ე და 187- მე მუხლით დაიწყო.