ხაშურში პროტესტმა იფეთქა - სატვირთო ავტომობილის მძღოლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ

11.04.24 12:38
ხაშურში პროტესტმა იფეთქა - სატვირთო ავტომობილის მძღოლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ

ხაშურში ახალმა პროტესტმა იფეთქა - სატვირთო ავტომობილის მძღოლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ.

330-მილიონიანი წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც თურქული კომპანია "იდა" აწარმოებს, მას შემდეგ შეაჩერეს, რაც სპეცტექნიკის მძღოლები გაიფიცნენ.

კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დავალიანება მიმდინარე თვეში, 17 აპრილამდე დაიფარება, თუმცა მძღოლებს მათი დაპირებების არ სჯერათ.

აქციის მონაწილეები "პირველებთან" პირდაპირ აცხადებენ, რომ კუთვნილი გასამრჯელო სამი თვეა არ აუღიათ, ამიტომ მათი თქმით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ მოთხოვნა სრულად არ იქნება დაკმაყოფილებული.

იმას ამბობენ, რომ დარიცხულია, არადა იანვრიდან არ ამიღია ხელფასი. ვმუშაობ პატიოსნად, რაც მევალება ვაკეთებ. გავდივარ 8 საათზე, შევდივარ 6 საათზე ოჯახში. შვილები მყავს, ოჯახი მყავს, ჩემი დამხმარე არავინ არ არის", - ამბობს პროტესტის მონაწილე.

მსგავსი სიახლეები