2 თვის ჩვილს შესაძლოა, დელტა შტამი ჰქონდეს - ჩვილების მდგომარეობა ციციშვილის კლინიკაში

08.07.21 15:24
2 თვის ჩვილს შესაძლოა, დელტა შტამი ჰქონდეს - ჩვილების მდგომარეობა ციციშვილის კლინიკაში

კორონავირუსის მძიმე შედეგები საქართველოში - მედიკოსები ეჭვობენ, რომ აფხაზეთიდან გადმოყვანილ 2 თვის ჩვილს, რომელიც ციციშვილის კლინიკაშია მოთავსებული, კორონავირუსის ინდური  შტამი აქვს. ამის ვარაუდის საფუძველს მათ პისიარ ტესტის პირველად პასუხი აძლევს, თუმცა ჩვილს დამატებითი კვლევები კიდევ ჩაუტარდება. 

რაც შეეხება კიდევ ორ ჩვილს,  ერთ-ერთ მათგანს უკვე დადასტურებული აქვს ბრიტანული შტამი, ხოლო მეორეს  შემთხვევაში მოკლევა მიმდინარეობს.  

ციციშვილის სახელობის ბავშვთა სახელობის კლინიკაში სამი ჩვილს უკვე ერთი კვირაა მკურნალობენ, თუმცა მათი მდგომარეობა განსაკუთრებით ბოლო ორ დღეში დამძიმდა. სამივე ჩვილის გადარჩენას მედიკოსები რეანიმაციულ განყოფილებაში ცდილობენ.