მოტყუებით წაიყვანა ტყეში და აწამა, უნდა დაისაჯოს - ქმრის მიერ მოკლული ქალის ნათესავები აქციას მართავენ

11.04.24 13:31
მოტყუებით წაიყვანა ტყეში და აწამა, უნდა დაისაჯოს - ქმრის მიერ მოკლული ქალის ნათესავები აქციას მართავენ

შუახევის მუნიციპალიტეტში ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის ნათესავები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან იკრიბებიან, სადაც საპროტესტო აქციას გეგმავენ.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, მთავარი მოთხოვნაა, რომ დაკავებული უმკაცრესად დაისაჯოს.

„მოტყუებით წაიყვანა ტყეში და აწამა,  სასამართლოს იმედი გვაქვს, რომ ჭეშმარიტ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აცხადებენ მოკლული ქალის ახლობლები.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, შუახევის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლს ყელი გამოჭრა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ქმარმა კი ინციდენტის შემდეგ, სხეულზე დაზიანებები მიიყენა. იგი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

მსგავსი სიახლეები