ფემიციდი შუახევში - რა წერია საქმის მასალებში?
გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ რაულ დეკანაძეს ბრალი წარუდგინა.
საქმის მასალების მიხედვით, დეკანაძემ 2 აპრილს, შუახევში ყოფილ ცოლს, მელანო ქიზინიძეს ბასრი საგნით სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგადაც თავადც თვითმკვლელობა სცადა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმაა 109-ე მუხლის "თ" და "კ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახედ 16-იდან 20-წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, შუახევის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მისი მეუღლის ცხოვრების წესი არ შეესაბამებოდა კულტურულ, ტრადიციულ ნორმებს და ხელყოფდა მის ღირსებას, გენდერის ნიშნით დაზარალებულს ბასრი საგნით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.
გარდაცვლილი ქალის ცხედარი შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნენიის ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საავადმყოფოში დააკავეს. დაკავებამდე ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა." - აცხადებს პროკურატურა.