სასამართლოში იდეურად დაკავშირებული ჯგუფია - მოსამართლე

08.07.21 16:15
სასამართლოში იდეურად დაკავშირებული ჯგუფია - მოსამართლე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ქეთევან მესხიშვილი  პირდაპირ არ ამბობს, არსებობს თუ არა ე.წ. სასამართლოს კლანი. თუმცა ამბობს, რომ იდეურად დაკავშირებული ჯგუფი სისტემას ჰყავს. 

მისი თქმით, ეს დამოუკიდებლობისთვის ხელის შემშლელი ვერ იქნება: 

ნებისმიერი დამოუკიდებელი ინსტიტუციისთვის დამახასიათებელია იდეურად დაკავშირებული ჯგუფი, მაგრამ თავის მხრივ ეს ჯგუფი ვერაფერს იზამს, თუ მოსამართლე აღჭურვილია ყველა ბერკეტით, რომ იყოს ინდივიდუალურად  დამოუკიდებელი.

მოსამართლეები ვართ აღჭურვილი დამოუკიდებლობის ყველა ბერკეტით, ჩვენ შეგვძლია, ამ მოცემულობას დავუსვათ წერილი და აღარანაირი შეკითხვა არ დაისვას იდეურად დაკავშირებული ჯგუფის სიძლიერეზე. იდეურად დაკავშირებული ჯგუფი არსებობს, მაგრამ ეს დამოუკიდებელი მოსამართლისთვი საფრთხეს არ წარმოადგენს", - ამბობს მოსამართლე.