გომელაურის სიძის სკანდალი - ყოფილი პოლიციელი ფსიქოლოგიურ ტერორზე ალაპარაკდა

11.04.24 17:13
გომელაურის სიძის სკანდალი - ყოფილი პოლიციელი ფსიქოლოგიურ ტერორზე ალაპარაკდა

გომეალურის სიძის გამო დასჯილი ყოფილი პოლიციელი ფსიქოლოგიურ ტერორზე ალაპარაკდა - ანდრია სიხარულიძე დღეს სააპელაციო სასამართლოს დარბაზში ამბობდა, რომ მას იმ დანაშაულის აღიარებას აიძულებენ, რომელიც არ ჩაუდენია.  საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც სამასი ლარის ქრთამად აღებას ედავებიან, აღიარებისთვის ხელის მოწერას არ აპირებს და ამბობს, რომ ვერ შეაშინებენ.

 სიხარულიძე ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა ბოროტად გამოიყენა და მასზე შური იძიეს.

ფისქოლოგიურად ძალადობენ, რომ ვაღიარო ის დანაშაული, რაც არ ჩამიდენია. ციხეშიც დამესხნენ თავს. ერთ ვიტყვი, ვერ დამაშინებენ. დამაკავეს შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის და მისი სიძის უკანონო ბრძანების საფუძველზე. ვახტანგ გომელაურმა ბოროტად გამოიყენა თავისი თანამდებობა და გამშვა ციხეში", - თქვა სიხარულიძემ სასამართლო სხდომაზე.

დაპატიმრებული ყოფილი პოლიციელის მამა ამბობს, რომ გომელაურმა და მისმა სიძემ სიხარულიძეების ოჯახს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია.

ჩემი ბიჭი დაპატიმრებულია უსამართლოდ, იმიტომ, რომ ეს გომელაურის სიძე, მიხანაშვილი, რომელიც ავადმყოფი ადამიანია, რომელმაც ერთი ხელის მოსმით და თავისი ცოლის ძმის გავლენებით ამხელა უსამართლობა ჩაიდინა და ჯოჯოხეთად გვიქცია ეს ერთი წელიწადი", - ამბობს სიხარულიძის მამა.

ანდრია სიხარულიძის საქმეზე სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში" გავიდა. 

ყოფილი პოლიციელი, უფროსი ოფიცერი, რომელსაც პოლიციაში მუშაობის 11-წლიანი სტაჟი აქვს, ამტკიცებს, რომ ციხეში 7 წლით მხოლოდ იმის გამო გამოკეტეს, რომ ვახტანგ გომელაურის დის ქმარი გააჩერა და ალკოტესტის გავლა მოსთხოვა.  

სიხარულიძის ჩვენებების მიუხედავად, რომელიც ზობა მიხანაშვილს ამხელს, ამ დრომდე გამოძიება ამ მიმართულებით დაწყებული არ არის. 

მსგავსი სიახლეები