ძალადობა მედიაზე - ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

08.07.21 16:55
ძალადობა მედიაზე - ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

„მთავარი არხის",  „რუსთავის 2"-ის, "ტაბულას" და „ნიუპოსტის“ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულებს, ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძეს და მურად დევლარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მოსამართლე დავით კურტანიძემ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. 

უფრო კონკრეტულად, ზაზა ჭაავას ადვოკატი 2000-ლარიანი, მურად დევლარიშვილის ადვოკატი კი 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. მესამე ბრალდებულს - ზურა მჭედლიძეს ადვოკატი არ ჰყავდა და ითხოვდა, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო.

გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 225-ე მუხლებით გრძელდება.