Freedom House: საქართველო ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ქცევის გზაზეა

11.04.24 17:40
Freedom House: საქართველო ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ქცევის გზაზეა

საქართველო ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ქცევის გზაზეა - ამის შესახებ Freedom House ახალ ანგარიშშია ნათქვამი.

დასკვნაში, რომელსაც გავლენიანი ორგანიზაცია აქვეყნებს, საქართველო სერბეთსა და უნგრეთთან ერთად, ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმების სიაშია შეყვანილი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსგავს ქვეყნებში ძირითადი ინსტიტუტები, როგორიცაა მედია და სასამართლო "ფაქტობრივად, მმართველი პარტიის ტყვეობაში იმყოფებიან, რომელიც მათ ბოროტად, პარტიული და პირადი სარგებლობისთვის იყენებენ."

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ კატეგორიის ქვეყნებში "დომინანტი ძალა" კრიტიკოსების დათრგუნვას, უმეტესად, ფარული ტაქტიკით ახდენს. ხაზგასმულია ასევე საშინაო და საერთაშორისო ზეწოლა. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, როცა ასეთი ზეწოლა ძლიერია, ჰიბრიდული რეჟიმის ეს კატეგორია, ჩვეულებისამებრ, დათმობაზე მიდის. ამის მაგალითად დოკუმენტში საქართველო და 2023 წლის მარტში რუსული კანონის შემოღების წინააღმდეგ გამოწვეული პროტესტია მოყვანილი, როცა ხელისუფლება იძულებული გახდა უკან გაეწვია კანონპროექტი.

დოკუმენტის ქვეთავის ბოლოს კი აღნიშნულია, რომ ვინაიდან ავტოკრატიზებული ჰიბრიდები უახლოვდებიან მართვის სრულად ავტორიტარულ სტილებს, "საერთაშორისო საზოგადოებას არ უნდა ეშინოდეს, რომ მათ სწორედ ამგვარი რეჟიმების მსგავსად მოექცეს". Freedom House არ გამორიცხავს სანქციების გამოყენების შესაძლებლობასაც.

"ავტოკრატიზებული ჰიბრიდები კვლავ რეაგირებენ საერთაშორისო ზეწოლაზე, ეს ევროკავშირმა ნათლად წარმოაჩინა ორბანის მხრიდან უკრაინის დაფინანსების საკითხის წინააღმდეგობის გაწევისას", - წერია დოკუმენტში.

მსგავსი სიახლეები