ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული მამაკაცი, მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა

11.04.24 17:49
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული მამაკაცი, მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა

შუახევში, ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული მამაკაცი, მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესის რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სწორედ სხდომაზე გაირკვა, რომ ემიგრაციიდან დაბრუნებულმა კაცმა, ქალი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.  ჯერ დანით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი დაახრჩო. ბოლოს კაცმა თვითდაზიანებები მიიყენა, რის გამოც კლინიკაში მოათავსეს.

დღევანდელ პროცესზე სასამართლოს დაცვის მხარემ შუამდგომლობის სახით 10 000 ლარი შესთავაზა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 ივნისს 12:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შუახევის მუნიციპალიტეტში ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლს ჭრილობები ყელის არეში მიაყენა. შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ქმარმა კი, ინციდენტის შემდეგ, სხეულზე მძიმე დაზიანებები მიიყენა, იგი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

მსგავსი სიახლეები