"ოცნების" რეპრესიები არ მუშაობს - საზოგადოების პროტესტი არ წყდება

11.04.24 20:08
"ოცნების" რეპრესიები არ მუშაობს - საზოგადოების პროტესტი არ წყდება

 

"ოცნების" რეპრესიები არ მუშაობს - მუქარის მიუხედავად ოზურგეთის თეატრის მსახიობი საჯაროდ ამბობს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგია. ირაკლი ურუშაძის პოსტი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც მას და მის კოლეგებს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი საჯაროდ დაემუქრა. "ყველას ყურით გამოვათრევ" - ვასილ ჩიგოგიძემ ურჩ მსახიობებს ანგარიშსწორება დაუანონსა,  ბატონ ბიძინას, "ქართუ ფონდს" და თეა წულუკიანს კი მადლობები გადაუხადა.  ამ განცხადების შემდეგ ოზურგეთის თეატრში საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა და შენობა დაცვის პოლიციის ალყაში მოექცა. 

ხელისუფლების რეპრესიების  მიუხედავად საზოგადოების პროტესტი არ წყდება. ახლა ყველა 15 აპრილისთვის ემზადება, როდესაც უმრავლესობამ რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა უნდა დაიწყოს. დილის 10:00 საათიდან პარლამენტთან სრული მობილიზაციაა გამოცხადებული. დაანონსებულია სირცხვილის კორიდორი, რომლის გავლაც "ოცნების" დეპუტატებს მოუწევთ. საგანგებოდ ემზადებიან სტუდენტებიც ყველა უმაღლესი სასწავლებლიდან, რომლებიც უნივერსიტეტიდან პარლამენტთან მარშით გეგმავენ მისვლას.

ხელოვანებით შეშინებული "ოცნება"- ნანუკა ქარაჯიას რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები