გომელაურის სიძის სკანდალი - სამაგალითოდ დასჯილი პოლიციელი ზეწოლაზე ალაპარაკდა
გომელაურის სიძის გამო სამაგალითოდ დასჯილ პოლიციელზე ზეწოლა გრძელდება. ანდრია სიხარულიძე სასამართლოს კიდევ ერთ ჩვენებას აძლევს და ფსიქოლოგიურ ტერორზე საჯაროდ საუბრობს. ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ყოფილი სამართალდამცველი ამტკიცებს, რომ ის ციხეში გამოგონილი ბრალდებით გაუშვეს და ახლა იმის აღიარებას აიძულებენ, რაც არ ჩაუდენია. რეალურად კი ის გომელაურის შურისძიების მსხვერპლია, რომელმაც პოლიციელს მისი სიძის გაჩერება და ალკოჰოლური ტესტის ჩაბარება მოსთხოვა.