ნაგავსაყრელზე ბათუმის მერის ვიზიტს შედეგი არ მოჰყოლია - ადგილზე დასახიჩრებული ცხოველები კვლავ რჩებიან

08.07.21 17:40
ნაგავსაყრელზე ბათუმის მერის ვიზიტს შედეგი არ მოჰყოლია - ადგილზე დასახიჩრებული ცხოველები კვლავ რჩებიან

ნაგავსაყრელზე ბათუმის მერის მისვლას შედეგი არ მოჰყოლია. სიტუაცია აქ კვლავ უცვლელია. ნაგავსაყრელზე ისევ იმყოფება უამრავი დასახიჩრებული, ნაცემი  ცხოველი.

ნაგავსაყრელზე არსებული სიტუაციის შესახებ მასალა ტვ პირველის ეთერში გუშინ გავიდა. მასალის გასვლის შემდეგ ნაგავსაყრელზე ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, მივიდა. ქალაქის ხელმძღვანელმა ადგილზე სურათები გადაიღო და პრობლემის მოგვარების პირობა დადო.

ტვ პირველმა გამოიკვლია, რა შეიცვალა ბათუმის მერის ვიზიტის შემდეგ. ირკვევა, რომ ნაგავსაყრელზე სიტუაცია უცვლელია. 

ნაგავსაყრელში მომუშავე ადამიანები ამბობენ, რომ დაზიანებული და დასახიჩრებული ცხოველები აქ ხშირად მოჰყავთ. 

ძაღლებსა და კატებს აქ ხშირად ყრიან, ზოგი ყუთშია ჩაგდებული, დასახიჩრებული. აქ იმდენ რამეს ნახავთ, არ ვიცი. რომ გავიგე, აქ მერი იყო მოსული, საქმე მივატოვე და წამოვედი, მაგრამ წასული დამხვდა. გავიგე, მოსულა, ფოტოები გადაუღია და წასულა, მეტი არაფერი გაუკეთებია. - ამბობს ნაგავსაყრელზე მომუშავე.

 

 

მსგავსი სიახლეები