სამარცხვინო გადაწყვეტილება! იმედი მაქვს, პრეზიდენტი ლაზარეს შეიწყალებს - გრიგორიადისის ბაბუა

12.04.24 10:46
სამარცხვინო გადაწყვეტილება! იმედი მაქვს, პრეზიდენტი ლაზარეს შეიწყალებს - გრიგორიადისის ბაბუა

ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა სასამართლოს გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს და აცხადებს, რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.

აქტივისტის ბაბუა იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლაზარეს შეიწყალებს.

„სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო დღეს ქართულმა სასამართლომ ლაზარეს წინააღმდეგ. შოკში ვარ! რა თქმა უნდა, ბრძოლას გავაგრძელებთ. პირველ რიგში, პრეზიდენტს მივმართავთ განცხადებით. იმედი მაქვს, რომ ლაზარეს შეიწყალებს“,- განაცხადა ლაზარე გროგორიადისის ბაბუამ.

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიან პატიმრობაში გაუშვა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე  ზვიად შარაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. სხდომას ლაზარე გრიგორიადისიც ესწრებოდა.

წინასწარ ცნობილია ისიც, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში პრეზიდენტის სახელზე შეწყალების თხოვნა შევა.

ლაზარეს საქმის ქრონოლოგია: რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს დააკავა.

  • 31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
  • 8 აპრილს გრიგორიადისისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნა სააპელაციომ დაუშვებლად ცნო და ლაზარე პატიმრობაში დატოვა.
  • გამოძიების ვერსიით, გრიგორიადისმა პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შსს-ის კუთვნილ ავტომობილს.
  • დაკავებულს ბრალდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით წარედგინა.
  • დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

2023 წლის 25 სექტემბერს ლაზარე გრიგორიადისს 2021 წელს მომხდარი ოჯახური ძალადობის საქმეზე 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საუბარია მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრაზე.

ლაზარე გრიგორიადისის დაკავებიდან მალევე, ახალგაზრდა აქტივისტის წინააღმდეგ, სიძულვილის კამპანია დაიწყო,  ახალგაზრდას "ორიენტაციაარეული" უწოდეს. 

მსგავსი სიახლეები